მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ვაკეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის 292 პროექტი განხორციელდა

16:40 10-17-2017
24

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობით, ვაკის რაიონის გამგეობამ მიმდმინარე წელს სხვადასხვა სახის სამუშაოების წარმოებაზე 2 369 834 ლარი დახარჯა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 292 პროექტი განხორციელდა.

კერძოდ, 88 ლიფტს, 46 შიდა წყალ-კანალიზაციას, 33 ბრტყელ და 14 ქანობიან სახურავს, 23 კიბეს, 10 კარს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, 2 საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა. ასევე 19 კორპუსის სართულშუა ნაპრალებს რეაბილიტაცია ჩატარდა, 10 სადარბაზო გარემონტდა და 12 სადარბაზოში სენსორი დამონტაჟდა. ამ დროისთვის, ვაკის რაიონში დამატებით 49 პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.