გიორგი აბაშიშვილი - ანა დოლიძე ცდილობდა კონსტიტუციის კონსენსუსით მიღებაში უმრავლესობის დარწმუნებას, მათი მხრიდან კი მხოლოდ პირად შეურაცხყოფას იღებდა

20:19 10-12-2017
74

იმის მიუხედავად, რომ დღეს ანა დოლიძე ცდილობდა საქართველოს კონსტიტუციის კონსენსუსით მიღებაში უმრავლესობის დარწმუნებას, მათი მხრიდან მხოლოდ პირად შეურაცხყოფას იღებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა იურიდიულ კომიტეტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის შეფასებისას განუცხადა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ უმრავლესობამ მსგავსი გარემოს შექმნა გადაწყვიტა. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის განწყობის მიუხედავად, უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი აბაშიშვილმა.