არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

დღეს ჩვენ ვიხილეთ უფრო მეტი დაინტერესება ჩემი პოლიტიკური მომავლით და ბიოგრაფიით, ვიდრე ვეტოს შინაარსით - ანა დოლიძე

20:16 10-12-2017
67

დღეს ჩვენ ვიხილეთ უფრო მეტი დაინტერესება ჩემი პოლიტიკური მომავლით და ბიოგრაფიით, ვიდრე ვეტოს შინაარსით -ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.

მისი თქმით, დღეს მან დაინახა ნაკლები სურვილი, რომ ესაუბრათ არგუმენტებზე, შინაარსზე იმ ორგანოში, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი პოლიტიკური მომავალი და დაინახა უფრო მეტი სურვილი, რომ თავდასხმა მიეტანათ მასზე და პრეზიდენტზე.

"ეს სამწუხარო ფაქტია, რადგან ჩვენ ვიმყოფებით ორგანოში რომელმაც დიახ, უნდა დაადგინოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა და გასაკვირია, როდეაც აქ არ უნდათ პოლიტიკაზე საუბარი. მიუხედავად ამისა მე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები იქნებიან კეთილგონიერები და გაითვალისწინებენ პრეზიდენტის ამ დახმარებას, ამ შემოთავაზებას, რომ გავაუმჯობესოთ ის დოკუმენტი, რომელიც არის წარმოდგენილი",- განაცხადა ანა დოლიძემ.