არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

მიხეილ რამიშვილი: თავად საიდან იციან წინასწარ, რომ ჩანაწერები უნდა გასაჯაროვდეს?

19:42 10-12-2017
254

 

ციანიდის საქმის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ირმა ჭკადუასა და ნანა კაკაბაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციების კომენტირებისგან თავი შეიკავა.

საქმე ეხება ,,პრაიმტაიმის" ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოხანაშვილმა დახურულ სასამართლო სხდომაზე საპატრიარქოს სახელით პატიმართა შეწყალების საკითხზე ისაუბრა დეპუტატი ეკა ბესელია, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და ადვოკატი ირმა ჭკადუა კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. 

,,მე არ ვიცი ვინ რას ასაჯაროვებს შესაბამისად წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი და თავად საიდან იციან წინასწარ, რომ ჩანაწერები უნდა გასაჯაროვდეს? ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს,ჯერ დაფიქსირდეს ფაქტი, რომ მათ ბრალს დებენ", - განუცხადა მიხეილ რამიშვილმა ,,პრაიმტაიმს".

ადვოკატის თქმით, ირმა ჭკადუას მოთხოვნა დაიწყოს გამოძიება არასერიოზულია, რადგან გამოძიება ისედაც დაწყებულია აღნიშნულ საქმეზე. 

,,ეს არის ჟურნალისტების წყარო და ის უნდა დააკავონ? დაკითხონ მაშინ ჟურნალისტები, გამოძიებაა დაწყებული და ის დაადგენს ყველაფერს', - აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილმა საპატრიარქოს სახელით პატიმართა შეწყალების დეტალებზე ციანიდის საქმის დახურულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა და ნანა კაკაბაძე, ეკა ბესელია და ირმა ჭკადუა კორუფციაში დაადანაშაულა

ავტორი: სალომე ჩადუნელი