არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

სოსო ჯაჭვლიანი - ლიკა საქართველოს დააკლდა, ის მუდამ ჩვენს გულებში დარჩება

19:34 10-12-2017
312

ლიკა ქავჟარაძე თავისიანებს კი არა, საქართველოს დააკლდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ლიკა ქავჟარაძის მეგობარმა, მსახიობმა სოსო ჯაჭვლიანმა განუცხადა. 

მისი თქმით, ლიკა ქავჟარაძე იყო ადამიანი, რომელსაც საზოგადოებაში მყარად ჰქონდა ადგილი დაკავებული. 

“ლიკა თავისიანებს კი არა, საქართველოს დააკლდა. ის იყო დიდი ადამიანი, კარგი მსახიობი და სხვათა შორის, ძალიან მორიდებული. ლიკა ძალიან გვიყვარდა ყველას. განსაკუთრებით მე და ზაზას. ის მუდამ დარჩება ჩვენს გულებში”, - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

მსახიობის საცხოვრებელ სახლში ამ დრომდე მოდიან მსახიობები, რეჟისორები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ. 

58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ ღამით იპოვეს.