"შეიძლება უფრო დაკავებული რომ ყოფილიყო, შინაგანად უფრო გაძლიერებულიყო..."- დოლიძე ქავჟარაძეზე

18:04 10-12-2017
2001

მსახიობი თათული დოლიძე მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს. როგორც დოლიძემ "იბერიას" თოქშოუში"არჩილ გამზარდიასთან ერთად" განაცხადა. შესაძლოა ქავჟარაძე უფრო დაკავებული რომ ყოფილიყო თავისი პროფესიით, შინაგანად უფრო გაძლიერებულიყო. 

"გული მწყდება, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო მეტად არ იქნა გამოყენებული კინემატოგრაფიაში. როგორც ვთქვა დანაშაულიამეთქი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ასეც არის. შეიძლება გარეგნობა შეეცვალა, რამდენჯერმე ვნახე გადაცემებსი და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მისი გარეგნობა. პირდაპირ საცოდაობაა, რომ არ დარჩა ეკრანზე. რატომღაც ასე დაუმსახურებლად ივიწყებენ ადამიანებს. შეიძლება უფრო დაკავებული რომ ყოფილიყო, შინაგანად უფრო გაძლიერებულიყო", - აცხადებს მსახიობი. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე