არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ჟორჟ ვეა – “ოქროს ბურთის” მფლობელი ლიბერიის პრეზიდენტი გახდა

17:52 10-12-2017
100
თეგები: ჟორჟ ვეა

ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტად აირჩიეს. იგი „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი გახლდათ.  ვეამ არჩევნებში დაამარცხა თავისი მთავარი კონკურენტი – ლიბერიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბოკაი, რომელიც „ერთიანობის პარტიას” წარმოადგენდა.

ყოფილმა ფეხბურთელმა პირველად ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში 2005 წელს მიიღო მონაწილეობა, ხმების 40 პროცენტზე მეტი მოაგროვა და მეორე ტურში გადავიდა, თუმცა იქ ელენ ჯონსონ-სერლიფთან დამარცხდა . ახლა კი სწორედ ვეა შეცვლის მას პრეზიდენტის პოსტზე.

ჟორჟ ვეა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად სამჯერ დასახელდა და 1995 წელს კი  „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.