არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

არ მინდა ჩემი სახე და ჩემი პლაკატები წლების მანძილზე ამახინჯებდნენ თბილისს - ალექსანდრე ელისაშვილი

17:41 10-12-2017
49

თბილისის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდან ამომრჩეველს მიმართა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, მან გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა საარჩევნო პლაკატებზე, რათა არ დაემახინჯებინა ქალაქის იერსახე. 

"ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ სულ ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე და თვალყურს ადევნებთ როგორ აჭრელდა თბილისის სხვადასხვა პარტიის, მერობის და მაჟორიტარი კანდიდატების პლაკატებით, რომელიც წლობით რჩება კედლებზე და ამახინჯებს ქალაქს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ჩემი ბანერები ქალაქში ცოტაა, სატელევიზიო რეკლამებიც ცოტაა და ყველაზე იაფი არის პლაკატები. ერთი ხანობა ვფიქრობდით, რომ არ დაგვებეჭდა, მით უმეტეს, რომ სხვადასხვა სტამბა თითქმის უფასოდ გვთავაზობდა, მაგრამ არ მინდა სტერეოტიპული პოლიტიკური გზით სიარული, არ მინდა ჩემი სახე და ჩემი პლაკატები წლების მანძილზე ამახინჯებდნენ თბილისს, ისედაც ეყოფა ამ ქალაქს არქიტექტურული სიმახინჯეები, ამიტომ მე ვამბობ პლაკატებზე უარს", - განაცხადა ელისაშვილმა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე