არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ვინ არის და სად მოღვაწეობს ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი - ოჯახური ფოტოკოლაჟი

17:32 10-12-2017
35306

"იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“ - ლიკა ქავჟარაძე.

ქართველი კინომსახიობი, ლიკა ქავჟარაძე, დაიბადა ქ. თბილისში, 1959 წლის 26 ოქტობერს და გარდაიცვალა, 2017 წლის 11 ოქტომბერს.

27 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა, სადაც მისი შვილისა და შვილისშვილის, აშშ- დან ჩამოყვანა იყო დაგეგმილი.

ლიკა ქავჟარაძემ, 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში".  

მსახიობის პირველი ქმარი, სანდრო(ალექსანდრე) თაქთაქიშვილი იყო. მათ ქორწინებიდან, ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი ჰყავთ, რომელიც ამჟამად. აშშ-ში,  მამასთან ერთად ცხოვრობს. ლევანს ჰყავს მეუღლე, თამარ ლოლუა და ვაჟი, საშკა(ალექსანდრე).

წარმოშობით ქართველი მეცნიერი, სანდრო თაქთაქიშვილი, ვაშინგტონში, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის სააგენტოში (ნასა) მოღვაწეობს,

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე