არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ესპანეთში აღლუმის დამთავრების შემდეგ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

16:44 10-12-2017
48
თეგები: ესპანეთი

ესპანეთის დღის აღსანიშნავად მადრიდში ჩატარებული აღლუმის დასრულების შემდეგ "ალფაკეტის" ლოს-ლანოსის სამხედრო ბაზაზე “Eurofighter“ -ი ჩამოვარდა.
“შემიძლია თვითმფრინავის ჩამოვარდნა დავადასტურო,“ - განუცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სააგენტო AFP- ს.

მედიის ცნობით, პილოტმა ვერ შეძლო თვითმფრინავიდან გადმოსვლა და ადგილზე დაიღუპა. ავიაკატასროფას სხვა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ესპანურმა გაზეთმა ელ პაისმა, თვითმხილველთა გადმოცემით, იუწყება,რომ ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

ესპანეთში გამართულ აღლუმს  ესპანეთის მეფე ფილიპ IV, პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი და ასევე მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.