არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ბოლო ინფომაციით კალიფორნიაში ხანძარს 21 ადამიანი ემსხვერპლა

15:43 10-12-2017
29
თეგები: კალიფორნია

BBC -ის ცნობით კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარს ისევ ებრძვიან.
დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.  ხანძარი  26 ათას ჰექტარზეა გავრცელებული.

ხანძრის შედეგად განადგურდა  4000-მდე შენობა. მეხანძრეები ამ დროისთვის  ხანძრის 30 მასშტაბურ კერას ებრძვიან. სტიქიის შედეგად 20-ი ათასზე მეტი ადამიანი  იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ადგილობრი პოლიციის განცხადებით  150მდე ადამიანს კვლავ ეძებენ,რომლებიც სტიქიის შედეგად დაიკარგნენ. არსებული ვითარების გამო კალიფორნიის  გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ეს ხანძარი კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე ფართო მაშტაბიანი აღმოჩნდა,ხანძარს ასევე შეეწირა ცოლ -ქმარი,რომლებაც სულ ცოტა ხნის წინ ქორწინების 75 წლის იუბილე აღნიშეს.  

ჩარლი 100 წლის გახლათ,ხოლო მისი მეუღლე სარა 98 წლის.
ჩარლისა და სარას გარდაცვალების შესახებ,ინფორმაცია  “New York Time” -ს გარდაცვლილი წყვილის შვილმა მიაწოდა.
ხანში შესულ ცოლ - ქმარს ერთმანეთი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გაეცნოთ,შემდეგ ისინი ვისკონსინიდან კალიფორნიაში გადმოსახლდენ. შვილის გადმოცემით გარდაცვლილი ცოლ - ქმარი კვირას საკუთარ სახლში იპოვეს,მათ ძლიერი ხანძრის გამო სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლეს.