არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

მივიღეთ წერილი იუსტიციის სამინისტროსგან, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევს კანონს - აბაშიშვილი

15:37 10-12-2017
67

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პასუხობს. როგორც აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომ დახვეწილიყო მიდგომები საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე, იუსტიციის სამინისტროსგან მიიღეს წერილი, სადაც საუბარია, რომ საჯაროობისკენ გადადგმული ნაბიჯებით საქართველოს პრეზიდენტი "უხეშად არღვევს კანონს".

"მიმდინარე წლის 1 სექტემბერს დავაფიქსირე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, რომ გაზრდილი მოთხოვნიდან და მაღალი პასუხიმსგებლობიდან გამომდიანრე, რაც დაკავშრებული იყო ევროკავშირთან ამოქმედებული უვიზო რეჟიმით, დახვეწილიყო მიდგომები საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე. პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია,რ ომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება უნდა ხდებოდეს უპრეცენდენტოდ გამჭირვალედ და მასში უნდა იყვნენ ჩართულნი საზოგადოების წარმომადგენლები. თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაშ მიმდიანრეობდა კონსულტაციები შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან. დღეს გამოჩნდა, რომ საჯაროობისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა გარკვეულ პიროვბნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა, მაშინ, როცა პროცესი დასრულებისკენ მიდიოდა, ჩვენ მივიღეთ წერილი იუსტიციის სამინისტროსგან, სადაც საუბარია, რომ საჯაროობისკენ გადადგული ნაბიჯებით, პრეზიდენტი "უხეშად არღვევს კანონს და ამის შემდგომ იუსტიციის სამინისტროს სააგენტო მოკლებული იქნება ყოველგვარ შესაძლებლობას, გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე, რაც დაკავშირებულია მოქალაქეობის მინიჭებასთან". საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არის საქაქრთველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, თავის მხრივ, დღეს იუსტიციის მინისტრმა ეს ყველაფერი გააჟღერა და გადათარგმნა პრეზიდენტის პოლიტიკურ კრიტიკაში. 

"მინდა განვაცხადო, რომ პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მნიჭების საკითხი აუცილებლად გახდება უპრეცენდენტოდ გამჭირვალე და ჩაერთვებიან საზოგადოების წარმომადგენლები. აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში ასახული იქნება შესაბამის სამარლებრივ აქტში", - აღნიშნა აბაშიშვილმა. 

 

 

 

ლიზი არსოშვილი