არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია - წულუკიანი

14:18 10-12-2017
268

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია. 

წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ბერკეტი ებრძოლოს როგორც გადამყიდველებს, ისე შემომტანებს.

„მე პირადად ვთვლი, რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში უნდა გახდეს კიდევ უფრო ლიბერალური, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები. მაგრამ ვარ მომხრე ლიბერალიზაციის, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფოს ჰქონდეს ბერკეტი ებრძოლოს, მათ შორის სისხლის სამართლის წესით ნარკოტიკის არა მხოლოდ გადამყიდველს, ასევე შემომტანს... ამასთან, ადამიანის უფლებები უნდა იყოს უფრო მაღალი ხარისხით დაცული", - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, რევოლუციური ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა, მაგალითად ის, რომ ზედოზირების შემთხვევებში ექიმს აღარ ეკისრება ვალდებულება, რომ ამის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინოს.

ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე უწყებათაშორისი კომოსიის სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება.

ავტორი: ლილუ მიროტაძე