არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმარი - "თქვით, სად მიგაჩნიათ რომ უნდა იყოს, სამარადისოდ, ამ სიყვარულის მოსასვენებული ადგილი?!!!"

12:41 10-12-2017
14373

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ფაქტს, მსახიობის ყოფილი მეუღლე, ლევან შანიძე გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში, სულისშემძვრელი პოსტი გამოაქვეყნა:

"ნუ გამიწყრებით დებო და ძმებო.... ისედაც გულნატკენები ვართ ძალიან ბევრნი დღეს, მხოლოდ ერთ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვავ და ეს დღეები ალბათ არაფერსაც არ დავწერ და არ გამოვაქვეყნებ, უბრალოდ კითხვა დამებადა... და ყველას აზრი მაინტერესებს: 
როცა ყველა მისტირის..... როდესაც რამოდენიმე თაობის, თითქმის მთელი ერის საყვარელი, ულამაზესი ადამიანი, თავად სილამაზის და სიყვარულის სიმბოლო, თანაც ყველამ ვიცით რომ ამ ადამიანის სახელი მანდილოსნის სილამაზის ეტალონად იქცა და შეიძლება ითქვას სინონიმადაც, მართლა დამებადა კითხვა, ყველა საქართველოს მოქალაქისადმი: სად უნდა იყოს მოსვენებული და უკვდავყოფილი მისი სახელი? ყველას ვთხოვ ნუ გამსჯით, მომიტევეთ, 
უბრალოდ გაიაზრეთ რაზეც ვსაუბრობ.... როგორც ამბობენ გრიბოედოვის მეუღლეც ნინო ჭავჭავაძე ძალიან მშვენიერი და ლამაზი იყოო... უეჭველად ასე იქნებოდა!, მაგრამ ,,მარიტა'' ანუ ყველასთვის ჩვენი ლიკა, მართლაც რომ მთელი საქართველოს სიყვარულს იმსახურებდა და ფლობდა ამ სიყვარულს.

სად უნდა იყოს მისი ადგილი? აქ ამ მიწაზე? თორემ ჩვენი გულები მას ეკრანზე გამოჩენიდან დაპყრობილი ჰქონდა იმთავითვე! არგის მთქმელს კარგი გამგონიც ესაწიროება და ასეთებად მიმაჩნიხართ ჩემო დებო და ძმებო, დაფიქრდით და ეს თხოვნა შემისრულეთ, ბრალოდ გამოთქვით თქვენი მოსაზრება.... 
ჩემი კი მე უკვე გამოვთქვი! კარგ მთქმელს კარგი გამგონეც სჭირდება.... 
იქნებ იმათაც გავაგებინოთ ვისაც უნდა ესმოდეს პირველ რიგში! ,,ვარსკვლავი'' კი სიცოცხლეში უფრო ახარებს ადამიანს, მაგრამ მართლაც ვარსკვლავების ადგილი ჩვენ ყველამ ვიცით სად არის! კიდევ ერთხელ მოვიმოდიშებ და გავიმეორებ კითხვას სად უნდა მოისვენოს რამოდენიმე თაობისთვის სიყვარულის, სინაზის და ერის მხრიდან საყოველთაოდ უდუდესი სიყვარულის სიმბოლოდ აღიარებული ,,მარიტა'' ანუ ყველასთვის ჩენი საყვარელი ადამიანი ლიკა ქავჟარაძე? 
არ გაბედოს აქ ვინმემ რაღაცეების უაზროდ წერა..... ( მეც და მასაც ალბათ ცუდად დაუმთავრდება და მოდით თავებს ნუ გავიუბედურებთ, ასე აჯობებს) უბრალოდ თქვით სად მიგაჩნიათ რომ უნდა იყოს სამარადისოდ ამ სიყავარულის (ანუ თითქმის მთელი ერის სიყვარულის ერთი ადამიანის მიმართ) მოსასვენებული ადგილი?!!!
დავიჯერო მარტო მე ვფიქრობ ამაზე??? არა მგონია ასე მარტო ვიყო და ასე ცოტანი ვიყოთ ვისაც ესმის რაზეც ვსაუბრობ, რა კითხვასაც ვაყენებ ჩემი ძმების და დების წინაშე!... თუ ვცდები და მე ამ საქართველოში სადაც სიყვარულს ვერვ სიცოცხლეში უპოვიან სათანადო ადგილს და ვერც სიცოცხლის მერე, რა უნდა ვაკეთო? მაშინ ჩვენ რა მომავცალი გველის? მე გეტყვით ამის პასუხს, მაგას აღარ დაგეკითხებით! ასეთი საქართველო მე არ მინდა.... ვინაი დანეს საქართველო არ იქნება რაც არ უბდა ერქვას მას! ჩემს საქართველოში სიყვარულს და მგობრობას დიდმა შოთამ უმღერა, ₾ლიკამ სიყვარულიც მაგარი იცოდა და მეგობრობაშიც ბადალი არ ყავდა! გემშვიდობებით და ველი თქვენს მოსაზრებებს ჩემს კითხვასთან დაკავშირებით იმ იმედით რომ შესმენილი იქნება ჩემი თხოვნა! გთხოვთ სერიოზულად გაიაზრეთ სანამ დაწრეთ რაიმეს! ნუ დაივიწყებთ რომ პაუზა და დუმილიც არის შესაძლებელი, სანამდე ვინმე რაიმეს დააბრეხვებს... დაამუხრუჭოს თავი და დაფიქრდეს იქნებ დუმილი ამჯობინოს? თუ მაინც და მაინ ვერ მოითმენს 2 წუთით მაინც დაფიქრდეს და მერე დაწეროს ასეთმა რაიმე, რათა შემდგომში ვეღარ თქვას ასეთმა ,,ადამიანმა'' დაუფიქრებლად მომივიდაო!
კიდევ ერთხელ მომიტევეთ ასეთი თხოვნის გამო!!!" - წერს ლევან შანიძე.

ავტორი: რუსა ღვანიძე