არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

12:39 10-12-2017
35

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  საპატიმროს შეწყალებული პირებიდან დღეს 141 მსჯავრდებული დატოვებს.

მისივე ინფორმაციით, ეწყალებულთა შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი პირია, რომელიც სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა.

"სულ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული. მათგან 141 დღესვე დატოვებს საპატიმროს. ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიამ სულ 1 604 პორის საქმე განიხილა. შეწყალების აქტი 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეეხო. 13 ქალბატონიდან საპატიმროს დღეს 12 დატოვებს," - განაცხადა ქორიძემ.