არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

„ამიტომაც არ ვჯიჯგნეთ მისი ცხოვრება სხვებივით“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ლიკა ქავჟარაძეზე

12:01 10-12-2017
21646

„მგონი ერთადერთი ქალი იყო, ვიზეც ყველა გემოვნების, ფერის, სქესის, ნამუსის და მორალის მქონე ადამიანი ვთანხმდებოდით რომ ლამაზი იყო. ჟურნალისტები სულ ვეფერებოდით და ძალიან ვუფრთხილდებოდით. ამიტომაც არ ვჯიჯგნეთ მისი ცხოვრება სხვებივით.

გაუგებარია როცა ვამბობთ, რომ მარიტასავით იცხოვრა ქალმა, რომელსაც საბედნიეროდ არცერთი ტალახი არ მოხვედრია რეალურ ცხოვრებაში.

მარიტასავით კი არ იცხოვრა, მარიტამ შეცვალა მისი ცხოვრება იმდენად, რომ დაღმა განარიდა ის საზოგადოებას, აქტიურ ცხოვრებას. თუმცა ესეც არ ვიცით ბოლომდე. ჩვენ ხომ გვიყვარს მითების შექმნა.რეალობა თან წაიღო. ისე, რომ ბოლომდე არავის გაანდო. არ უყვარდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი და ჩვენც არ ვაძალებდით.“

მარიტა კი არა, ლიკა გარდაიცვალა, ქავჟარაძე. უბრალოდ გარდაიცვალა, თორემ წლების შემდეგაც, ასე დადებენ ჩვენი შვილი-შვილები მის ფოტოს, საკუთარ კედლებზე და იტყვიან, რომ ყველაზე ლამაზი ქალი იყო. ესაა უკვდავების ხიბლი < 3“

წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი