არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატი, ეკა ლომიძე პროკურატურაში დაიბარეს

11:57 10-12-2017
45

ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატი, ეკა ლომიძე პროკურატურაში დაიბარეს. 

ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა და აღნიშნა, რომ ხვალ თბილისის პროკურატურაში მივა, თუმცა როგრც დეკანოზის სხვა ადვოკატები მოიქცნენ - მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენების მიცემას მოითხოვს.

თუმცა, დღეს ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი მამალაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურატურას მათი დაკითხვის უფლება არ აქვს და ამით მათი უფლებები ირღვევა, ამიტომ, სავარაუდოდ, ისინი ჩვენებას არც მოსამართლის თანდასწრებით მისცემენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გამოძიება ე.წ. ციანიდის სასამართლო პროცესიდან, რომელიც დახურული იყო, მოწმეების რამდენიმე ჩვენების აუდიოჩანაწერის მედიაში გავრცელების ფაქტზე დაიწყო.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე