არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ეს იგივეა, რომ მღვდელი დაიბარონ დაკითხვაზე და აიძულონ აღსარების საიდუმლოს გათქმა - ზაზა ხატიაშვილი

11:49 10-12-2017
39

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სახელმწიფო ბოროტებას უწოდებს ფაქტს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატებთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ პროკურატურა სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმაზე გადავიდა, პირდაპირ დაარტყა ადვოკატის ფუძემდებლურ პრინციპს და ეჭვქვეშ დააყენა ადვოკატთა კონფიდენციალურობის პრინციპი - ადვოკატებს აიძულებენ, რომ მათ გათქვან ინფორმაცია, რაც მათ მიიღეს დაცვის განხორციელების პროცესში.

როგორც მან განმარტა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი იცავს ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც ადვოკატმა მიიღო დაცვის განხორციელების დროს მათ შორის კონსულტაციის გაწევის პირობებში.

"სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი, რომლთაც პროკურატურამ აღძრა საქმე, პირდაპირ მიუთითებს რომ მათ სურთ ადვოკატების წინააღმდეგ ჩაატარონ სადამსჯელო ღონისძიება. მე მინდა გავაფრთხილო ის ტვინგამოცლილი პროკურორი, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და გავაფრთხილო სავარაუდოდ რიგითი მურუსიძე, რომელმაც შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და ადვოკატები დაიბარონ მაგისტრ მოსამართლესთან დასაკითხად. ამას მოჰყვება ძალიან მწვავე რეაქცია. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არ დაუშვებს, რომ ადვოკატის კლიენტთან კონფიდენციალურობის პრინციპი ზოგიერთი ვაი პროკურორის გადაწყვეტილების გამო დადგეს საფრთხის ქვეშ. ეს იგივეა, რომ მღვდელი დაიბარონ დაკითხვაზე და აიძულონ აღსარების საიდუმლოს გათქმა. ეს დაანგრევს ადვოკატთა კორპუსის, როგორც თავისუფალი პროფესიის განვითარებას",- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ეს პრეცედენტი მოხდება, ეს იქნება კატასტროფა, რადგან დაცვის ინსტიტუცია მოისპობა.

"თუ ჩვენ დავუშვით, რომ ნებისმიერი ადვოკატი შეიძლება ვიღაც ტვინთხელმა პროკურორმა დაკითხვაზე წაიყვანოს, ეს იქნება კატასტროფა, დაცვის ინსტიტუცია ისპობა.  მე არ ვიცნობ ამ სისხლის სამართლის საქმეს, არ შემიძლია ვისაუბრო მის დეტალებზე, მაგრამ თუ პროკურატურას უფლება აქვს, რომ გაამჟღავნოს მტკიცებულებები, გრიფით საიდუმლო საქმეზე, თუ მათი გამჟღავნებული ინფორმაცია არ არის დანაშაული, მაშინ რატომ არის დანაშაული ის, რაც გააკეთა დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ? ამ საქმეზე ჩვენ ვაწყდებით სახელმწიფო ბოროტებას სისხლის სამართლის საქმეზე და ეს სახელმწიფო ბოროტება უკვე გადაიქცა იმად, რომ ადვოკატთა კორპუსის დაშინება უნდათ. თუ ეს პრეცედენტი შეიქმნა ნებისმიერ საქმეზე ადვოკატს უკვე შეეშინდება კლიენტს რამე უთხრას და კლიენტს შეეშინდება ადვოკატს რამე უთხრას, ადვოკატი აღარ იქნება დაცული კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე",- აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

ის ფიქრობს, რომ ეს არის სახელმწიფოს გამოხტომა და მხოლოდ პროკურატურის გადაწყვეტილებით არ მომხდარა საქმეზე ადვოკატების გამოკითხვაზე დაბარება, რადგან თვლის, რომ პროკურატურაში კარგად იციან სისხლის სამართლის კოდექსი და საპროცესო კოდექსი.

"ეს არ არის მიღებული და მოხარშული მარტო პროკურატურაში, იმიტომ რომ პროკურატურამ იცის რომ ეს არ შეიძლება. მათ იცინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი, მათ იცინა  ადვოკატთა შესახებ კანონის 39-ე მუხლი, მათ იციან გაეროს პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ ეს ხუთი ადამიანი აწყდება სახელმწიფო ბოროტებას. ეს არის ძალიან ცუდად საყურებელი საქმე სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მაგრამ ესეც არ იკმარეს და უკვე ადვოკატების დაშინებაზეც გადავიდნენ, რომლის უფლებასაც მე, ზაზა ხატიაშვილი არ მივცემ",- განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.



ავტორი: ლიზი არსოშვილი