არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ლევან უჩანეიშვილი ლიკა ქავჟარაძეს - „არ ვყოფილვარ შენი შეხების ღირსი“

11:46 10-12-2017
7832

„ჩემო ლიკა,

მაპატიე...

ყველას აპატიე...

საქართველოს აპატიე...

ვერ მოგიარეთ,

მარტო დაგტოვეთ,

მიგატოვეთ!

გვაპატიე,

რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, 

შენ საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ!

შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ,

არავინ არ ყოფილა შენი სილამაზის ღირსი,

საქართველოც კი არ ყოფილა.

შენი ცხოვრებაც ტრაგიკული ფილმივით ყოფილა...

გვაპატიე, რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება სამწუხაროდ არ ასრულდა.

გვაპატიე, რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა...

გვაპატიე!

ჩემი ბრალიც არის,

ყველას ბრალი არი!

საქართველოს ბრალი არი!

გვაპატიე, რომ მე, ყველას, საქართველოს გვითხარი უარი.

დაგვიტოვე დარდი, სევდა, ცრემლი, სიცივე და ქარი...

ყველასთვის ჩარაზული კარი...

ჩემო ლიკა,

მაპატიე,

ყველას აპატიე,

საქართველოს აპატიე.“

 

შეხვედრამდე... ლევანი“.

 

ეს სიტყვები ლევან უჩანეიშვილმა ლიკა ქავჟარაძეს მიუძღვნა. 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი