არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ახალი კონსტიტუციის პროექტი დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ - კვირიკაშვილი

11:06 10-12-2017
21

ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პარლამენტმა სამი მოსმენით უყარა კენჭი და რომელიც, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 პრემიერმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი.

 ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, ის ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება. ჩვენ გვჯერა, რომ ზემომოხსენებული მრავალი საერთო გამოწვევის წინაშე გამკლავება შესაძლებელია, პირველ რიგში, თუ ჩვენ იმ საერთო ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვიქნებით, რომლებიც ემსახურება ევროატლანტიკურ სივრცესა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

 ამისათვის საქართველო ბევრ შიდა რეფორმას ახორციელებს. რეფორმები პირველ რიგში უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განხორციელებაც, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტიდან ტრანსფორმირდა შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ სამწლიანი ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც კომპლექსურ პოლიტიკურ, სექტორალურ და სავაჭრო სფეროს რეფორმებს გულისხმობდა და გადავდივართ ახალ სამწლიან გეგმაზე, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია ამ თვალსაზრისით.

 ჩვენ განსაკუთრებული პროგრესი გვაქვს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების - მედიათავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლოს - გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა. მედიათავისუფლების კუთხით, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით, 37 პოზიციით გავიუმჯობესეთ საერთაშორისო პოზიცია, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეორგანიზაციის შეფასების შესაბამისად. "ჰერიტიჯის ფონდის" კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველოს პოზიციები, 2012 წელთან შედარებით, 38 ადგილით გაუმჯობესდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით.

 ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც გადაიდგა ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით, არის ჩვენი ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პარლამენტმა სამი მოსმენით უყარა კენჭი და რომელიც, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.