არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

კვირიკაშვილი: სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რითაც ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასა და სტრუქტურებთან

10:56 10-12-2017
18

უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა გასული წლის მანძილზე და ასევე, დაიგეგმა მომავალ წლებში პარტნიორებთან ერთად განსახორციელებელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გახდის მეტად დაცულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად, საქართველო აგრძელებს თავდაცვის სისტემის გაძლიერებისა და ნატო-სთან თავსებადობის პროცესს. 

"ამ მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმასთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენი ჯარის რეფორმა. უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა გასული წლის მანძილზე და ასევე, დაიგეგმა მომავალ წლებში პარტნიორებთან ერთად განსახორციელებელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გახდის მეტად დაცულს. ამასთან, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და ვიყენებთ ყველა არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანებისთვის. ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიისა და ამასთან, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში, შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, საქართველომ გასული წლის დეკემბერში, ევროკავშირს მიმართა ინიციატივით, დაიწყოს სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე. 

"საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში, რაც აღნიშნულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში და გამოხატულია ჩვენი აქტიური თანამშრომლობით ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, ჩვენი მონაწილეობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. თუმცა, ჩვენ თანამშრომლობის და ინტეგრაციის მეტ შესაძლებლობებს ვხედავთ და სწორედ ამას მოემსახურება ჩვენი დიალოგი. სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რითაც ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასა და სტრუქტურებთან. ეს დიალოგი შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეები, რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა, ენერგოუსაფრთხოება თუ სხვა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.