არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

კვირიკაშვილი: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას

10:36 10-12-2017
19

,,დღეს, როგორც არასოდეს ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული განხილვა და მსჯელობა, თუ როგორ დავძლიოთ ერთად ეს გამოწვევები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ადა უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას, არამედ მთელი მსოფლიო. 

„ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება და გზა გავუხსნათ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში. მოგეხსენებათ, რამდენად რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და რამდენ რბილ თუ ხისტ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას, არამედ, სამწუხაროდ, ეს საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომაც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენგან კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს. ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული განხილვა და მსჯელობა, თუ როგორ დავძლიოთ ერთად ეს გამოწვევები“, - განაცხადა პრემიერმა.