ბელა ჰადიდმა 21 წლის იუბილე, დრეიკთან ერთად აღნიშნა - სასიყვარულო რომანი, თუ მეგობრობა

17:36 10-11-2017
1145

 ბელა ჰადიდმა 21 წლის იუბილე, ჯიჯისთან, ტრევის სკოტთან, მუსიკოს დრეიკთან ერთად, რესტორან  „Sadelle’s“ -ში აღნიშნა. ოჯახური სადილის შემდეგ, დები, კლუბ „Maggio Cipriani’s“-ში წავიდნენ, სადაც მათი მეგობრები ელოდებოდნენ, სადაც დიჯეი, ჯიჯი მარტინ ჰარიკსი იყო.  

"people"-ს წყაროს ინფორმაციით, ბელა, „Dolce & Gabbana“ -  შავ კაბაში იყო გამოწყობილი, ყოველგვარი აქსესუარების გარეშე.

საღამოს დრეიკიც ესწრებოდა, რომელიც ბელასთან ერთად, დაბადების დღის ბოლოს, კლუბის უკანა გასასვლელიდან გაიპარა.

დრეიკი და ბელა ერთად,  ბოლოს, ერთი წლის წინ დააფიქსირეს. ამ ეტაპზე მუსიკოსს და მოდელს შორის ურთიერთობა, გაურკვეველია - სასიყვარულო რომანი, თუ მეგობრობა, ამას დრო გვიჩვენებს!

იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე