რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი კორპუსის სახურავიდან გადმოხტომას ცდილობდა

15:36 10-11-2017
103
თეგები: რუსთავი

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტომით იმუქრებოდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, შსს-ს მაშველებმა და პოლიციის თანამშრომლებმა სუიციდის მცდელობა აღკვეთეს და მამაკაცი ამ დროისთვის უსაფრთხოდ არის ჩამოყვანილი.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე