არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების პროცესი ძალიან კარგი ტემპით მიდის - სოზარ სუბარი

12:46 10-11-2017
12

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დაკარგულთაგან, 25 ნეშტი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"25 ნეშტი არის იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული. და ზოგადად პროცესი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების ძალიან კარგი ტემპით და პოზიტიურად მიდის. განსაკუთრებით გამადლობა მინდა ვუთხრა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტსმ იმ დახმარებისთვის, რასაც უწევს. ასევე განსაკუთრებული მნადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რრომ პროცესი პოზიტიურად წარიმართოს და დინამიურად წინა წლების განმავლობაში მთლიანად მოხდა 101 პირის იდენტიფიცირება და გადაცემა მოხდა გადაცემულია მათი ნესთები ოჯახებს. მხოლოდ წელს 28 სამარხი იქნა გახსნილია და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან არის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახელები, არიან ადამიანები რომლებიც იცავდნენ სოხუმში უმაღლესი საბჭოს შენობას და რომელბიც იბრძოდნენ გიულ ჟიული შარტავასთან ერთად: მამია ალასანია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქარტველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეტის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი, მათ შორის არიან ასევე მებრძოლები და ის დამიანები რომლების სიცოცხლის ბოლო წუტამდე საქართველოს ერთიანიობისთვის იბრძოდნენ", -განაცხადა სუბარმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე