არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

სანდრო ცნობილაძე ვაისზე: ეს ადამიანი კი არ მოიკოჭლებს, ბობღავს და ფორთხავს, კოჭლიც აღარ არის

21:41 10-10-2017
317

,, მე არ მეგულება დედამიწაზე გუნდი, რომელსაც არ ჰქონდეს საკადრო პრობლემები და ე.წ. პროცესი ტურნირისა, რომელიც რამდენიმე თამაშისგან შედგება საკადრო პრობლემების გარეშე ჩაატაროს", - ამის შესახებ სპორტულმა ჟურნალისტმა სანდრო ცნობილაძემ ტოკ-შოუში ,,ცენზურის გარეშე" განაცხადა. 

მისი თქმით, სხვა ყველაფერი როტაციის საკითხია, როტაცია კი მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა. 

,,რა თქმა უნდა ვაისი შეზღუდულია არჩევანში და ამაში ორი აზრი არ არსებობს. ვაისი ამბობს, რომ იმ რაოდენობის და კვალიფიკაციის შემსრულებლები არ ჰყავს, როგორიც საჭიროა და ამას ჩვენც კარგად ვხედავთ, მაგრამ არსებულ კონტინგენტთან ერთად თუ შენ ვერ ახერხებ გაარტყა შემადგენლობა, რომელიც მოლდოვასთან ორიდან ერთ მატჩს მოიგებს, მაშინ შენს კომპეტენციასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება. როდესაც შენ აგვიანებ ცვლილებებს. ეს ადამიანი კი არ მოიკოჭლებს, ბობღავს და ფორთხავს, კოჭლიც აღარ არის", - განაცხადა სანდრო ცნობილაძემ ტოკ-შოუში ,,ცენზურის გარეშე". 

ჟურნალისტისთვის სტატისტიკა არაფერს არ ნიშნავს, რადგან ბურთის ფლობა ბარსელონაზე მაგარი არავის არ აქვს, მაგრამ ასე რომ მივუდგეთ, მაშინ ყველა თამაშს ბარსელონა უნდა იგებდეს. 

,,გოლია გასატანი და გოლის გატანას სჭირდება სხვა რამ...",- ამბობს სანდრო ცნობილაძე.