არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ლევან კობიაშვილი: ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ მათ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში

20:53 10-10-2017
115

გუნდი თუ თამაშს იგებს, არც მწვრთნელი შეცვლის 3-4 ფეხბურთელს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა სიტუაცია, რომ ძირითადი ფეხბურთელები გვაკლდა", - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს ნაკრების თამაშის შეფასებისას განაცხადა. 

ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საქმიანობაც შეაფასა და განაცხადა, რომ თამაშის ხარისხი არის ნეგატიური. 

,,გულშემატკივრების დიდი რაოდენობა დამეთანხმება, რომ აბსოლუტურად სხვა გუნდია მოედანზე, გუნდი, რომელიც ბოლომდე იხარჯება და ფეხბურთს თამაშობს. ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ მათ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში, მაგრამ როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის, მოგება რომ გვაქვს ნოლი, არის ცუდი",  - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. 

მსგავსი შეფასების შემდეგ,  ჟურნალისტმა ლევან ჩხაიძემ ლევან კობიაშვილს კვლავ კონტრარგუმენტები მოუყვანა და განაცხადა, რომ გუნდი ვერ თამაშობს და ეს მწვრთნელის პასუხისმგებლობაცაა. 

,, როდესაც ხარ სტადიონზე, ესწრები თამაშს, შენი ნაკრები ვერ ქმნის მომენტებს, მწვრთნელი აგვიანებს ცვლილებას, ვერ იცნობ შემადგენლობას, მეტი რაღა უნდა მოვთხოვოთ მწვრთნელს მითხარით, როდის დაგაკმაყოფილათ ნაკრების თამაშმა? შეიძლება ემოციური ვარ, მაგრამ არც ეს უნდა გიკვირდეთ. სტადიონიდან რომ მოვდივარ ისეთ დღეში ვვარდები, რომ კმარა", - განაცხადა ჟურნალისტმა ლევან ჩხაიძემ.