არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

გიორგი ტყემალაძე: არის მცდელობა იმისა, რომ მოხდეს დებოში და დესტრუქცია და საკრებულოს სხდომას შეეშალოს ხელი

13:11 10-10-2017
28

ამ დღეების განმავლობაში თქვენ ყველამ მოისმინეთ... აშკარად არის მცდელობა იმისა, რომ მოხდეს დებოში და დესტრუქცია და საკრებულოს სხდომას შეეშალოს ხელი - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განუცხადა.

ის აცხადებს, რომ ამის უფლება არავის არ აქვს .

"ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას თბილისელების სასარგებლოდ და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება იყო გამომდინარე აქედან. არავის არ აქვს უფლება მოაწყოს დესტრუქცია, დებოში",- განაცხადა ტყემალაძემ. როგორც ის განმარტავს კანონდარღვევად არ ჩაითვლება "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოში არ დაშვება, გამომდინარე იმ ქმედებიდან, რაც მოხდა საკრებულოს წინა სხდომაზე ორი კვირის წინ. რეგლამენტის და კანონის დარღვევა გვაქვს მათი მხრიდან, როდესაც იჭრებიან შენობაში, ამტვრევენ მიკროფონებს და არ აძლევენ საკრებულოს ფუნქციონირების უფლებას",- აღნიშნა ტყემალაძემ.

მისივე თქმით ყველა ზომა იქნება გამოყენებული რომ მათ ვერ განახორციელონ ის ქმედებები რასაც ადგილი ჰქონდა წინა სხდომაზე, სწორედ ამისთვის არის მობილიზებული ამდენი სამართალდამცავი