არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ალიბეგაშვილი: საკრებულოს სხდომას საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან

12:55 10-10-2017
22

თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

ამის შესახებ თბილისის საკ. რებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა. ალიბეგაშვილმა კომენტარი გააკეთა საკრებულოს შენობასთან პოლიციელების მობილიზაციასა და შესასვლელების დახურვის გამო

„თბილისის საკრებულო ქალაქის თვითმმართველობის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომლის ვალდებულებაა დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები, იზრუნოს ჩვენი დედაქალაქის განვითარებაზე. ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილია იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას. ეს ცხადყო წინა საკრებულოს სხდომაზე გამოვლენილმა ჩაშლის მცდელობამ და აგრეთვე მერიასთან განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც სრულიად აშკარა იყო ჩვენი სამართლადამცველების შეურაცხყოფა და ამავე დროს ინფრასტრუქტურის დაზიანება. აქედან გამომდინარე, თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები. კანონის დარღვევის საშუალებას არავის მივცემთ, რეგლამენტი უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, მე ჟურნალისტებს მოგმართავთ, როდესაც დაესწრებით წარდგენილი საკითხების განხილვას, ბუნებრივია, ჩვენი თხოვნა იქნება ჩვენ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.