არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ბუკიას ბაღში „თბილისობა-2017“ გაიმართა

20:49 10-08-2017
33

საბურთალოს რაიონში, ბუკიას ბაღში თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

„თბილისობა-2017“-ის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობდა.
საბურთალოს რაიონში არსებული ბაღების აღსაზრდელებისა და სკოლის სტუდიების, საბავშვო სიმღერებისა და ცეკვების კონცერტი ჩატარდა. გარდა ამისა კიდევ ერთი კონცერტი ანსამბლ „ლურჯა ცხენების“ ჯგუფ “ლაბირინთის“ და უკრაინიდან ჩამოსულ მუსიკოსების მონაწილეობით გაიმართა. „ბუკიას ბაღში“ მოეწყო ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. გამგეობამ მოსახლეობისათვის  ნარდის და ჭადრაკის ჩემპიონატი  ჩაატარა. პატარა სტუმრებისთვის კი მხიარული სტარტები გაიმართა. ბავშვების განწყობაზე   სხვადასხვა ზღაპრის გმირების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორები ზრუნავდნენ. მოწყობილი იყო ატრაქციონი.  ბუკიას ბაღში მისულ სტუმრებს სამახსოვრო სურათების გადაღებაც შეეძლოთ.

ღონისძიებებს  დაესწრო თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  სასოფლო-სამეურნეო  პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.