ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1713957143

ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდადებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილს გრიგორიადისის შეწყალება დაავალეს, რაც მან სიამოვნებით შეასრულა.ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილმა თავისი საქციელით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს და ქართველ ხალხს. მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტის გამოცემით, ქართველ პოლიციელებს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა."ვისაც ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი „თეთრი ბაირაღები“ წაკითხული აქვს, ის ეპიზოდიც უნდა ახსოვდეს, როცა საკანში მყოფები ერთ-ერთის საბრალდებო დასკვნის გაცნობის შემდეგ, ლამის სასიკვდილოდ სცემენ პატიმარს. ასევე გემახსოვრებათ, როგორ უხსნის ცემის მიზეზს ბატონი ისიდორე ზაზა ნაკაშიძეს, ამათ (ციხეში მყოფებს) რომ უყურებ თავიანთი ცოლები და ოჯახები მეგობრებისა და ძმაკაცების იმედზე ჰყავთ დატოვებულიო (იმ ნაცემმა პატიმარმა კი როგორც გაირკვა ძმაკაცის ცოლზე იძალადა).ახლა წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობის გამო იყო დაპატიმრებული, სააკაშვილის დროინდელ, სისასტიკით გამორჩეულ ციხეში რომ მოეთავსებინათ... ცხადია, მე იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი, რომელსაც ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია ადამიანის ცემა-ტყეპა, წამება, მით უმეტეს, როდესაც საქმე პატიმარს ეხება; მიესაჯა და მორჩა - უნდა მოიხადოს სასჯელი. თუმცა, იმის გაგებაც მიჭირს, ზე-დემოკრატიულ და ზე-განვითარებულ ნორვეგიაში, როგორ აკმაყოფილებენ ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული ბრეივიკის (ახალგაზრდულ ბანაკში,რომ შევარდა და რამდენიმე ახალგაზრდა სიცოცხლეს გამოასალმა!) თხოვნას მისთვის დამატებით რაოდენობის შოკოლადის გამოყოფაზე. კარგი, თავს დავანებებ ნორვეგიას, თუმცა, წამით არ მეპარება ეჭვი იმის თაობაზე, ანდერს ბრეივიკს სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად შეიწყალებდა. კი ბატონო, რასაკვირველია თუ დაავალებდნენ ისე, როგორც დღეს შეიწყალა პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობისთვის დაპატიმრებული გრიგორიადისი. მას ის არავითარი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია - უთხრეს, დაავალეს და მანაც სიამოვნებით აღასრულა შესაბამისი აქტი. იკითხავთ, რატომ? - რატომ და, თავისი აზრით, კიდევ ერთხელ ამწარებს „ქართულ ოცნებას,“ სინამდვილეში კი, ადასტურებს, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, პატივს არ სცემს არ საქართველოს კონსტიტუციას, არც კანონს, ხალხს და თუ ვინმე განსაკუთრებით ეზიზღება და მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია. ამიტომაც, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ქართულ პოლიციას კიდევ ერთხელ ესროლა მოლოტოვის კოქტეილი." - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

კანადამ კომპანია Airbus-ს რუსული ტიტანის გამოყენების ნებართვა მისცა

მსოფლიო 1713957000

კანადამ კომპანია Airbus-ს რუსული ტიტანის გამოყენების ნებართვა მისცა

კანადამ კომპანია Airbus-ს, სანქციების მიუხედავად, თვითმფრინავების წარმოებაში რუსული ტიტანის გამოიყენის ნება დართო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.„Airbus-მა იცის კანადის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ და მოიპოვა საჭირო ავტორიზაცია, რათა უზრუნველყოს, რომ Airbus-ის ოპერაციები მოქმედი სანქციების შესაბამისი იყოს“, – განუცხადეს Airbus Canada-ში “როიტერს”.როგორც “როიტერი” წერს, კომპანიას სააგენტოსთვის ნებართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მიუწოდებია და არც ის დაუკონკრეტებია, რამდენ ხანს იქნება ეს ნებართვა ძალაში.კანადის მთავრობაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

პოლიტიკა 1713956822

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთში, მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება.მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა. დაგეგმილია საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის გახსნით სესიაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან.საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მტვრის ნარინჯისფერი ნისლი

მსოფლიო 1713956520

VIDEO: საჰარის უდაბნოდან წამოსულმა მტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა საბერძნეთის დედაქალაქი დაფარა

საბერძნეთის დედაქალაქი საჰარის უდაბნოდან წამოსულმა მტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა დაფარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.უდაბნოს მტვრის ანალოგიურმა ღრუბელმა ათენი მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისშიც დაფარა. ის ასევე დაფიქსირდა შვეიცარიაში და სამხრეთ საფრანგეთში.მტვრის გამო გაუარესებულია ჰაერის ხარისხი. დღეს დილიდან შეუძლებელი იყო აკროპოლისის დანახვა. ღრუბელი ქვეყნის ჩრდილოეთითაც გავრცელდა და სალონიკამდეც მიაღწია. ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს, რომელთაც რესპირატორული დაავადებები აქვთ, სახლებიდან გასვლას მოერიდონ და ატარონ პირბადე, ვიდრე ღრუბელი არ დაიშლება. 

ამ დროს სალტანატი უკვე გარდაცვლილი იყო

სამართალი 1713956359

„ამ დროს სალტანატი უკვე გარდაცვლილი იყო...“ - ახალი დეტალები სკანდალური სასამართლო პროცესიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.დღეს, 24 აპრილს, კიდევ უფრო ბევრი დეტალი გახდა ცნობილი სასამართლოსთვის.  იკითხება ნათელმხილველი, რომელსაც ბრალდებულმა მკვლელობის ღამეს არაერთხელ დაურეკა. ნათელმხილველი ამტკიცებს, რომ მან ბრალდებულს არაერთხელ უთხრა, რომ სასწრაფოში დაერეკა.როგორც ირკვევა, ქალს ბიშიმბაევთან შეხვედრა სწორედ იმ საზარელ ღამეს, რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა. ნათელმხილველი სასტუმროში, 4-ის ნახევარზე მივიდა და 5 საათზე წავიდა. ამ დროს სალტანატი უკვე გარდაცვლილი იყო. ცხადია, ყველას აინტერესებს რაზე ესაუბრებოდა ბიშიმბაევი ნათელმხილველს. როგორც სასამართლოდან ვიგებთ, მათი საუბარი უაზრო იყო. ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით უკვე გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.სასამართლოში ჩვენება მისცა სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოყვა თავისი ვერსია, იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.