ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714041375

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს - კახა კალაძე

„საქართველო აფხაზეთია და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ პროექტში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ ხსენებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან იკვეთება, რომ მათ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი გააჩნიათ.„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს, მით უმეტეს, იმ ადამიანებს, ვინც ვითომ მეგობრებად მოგვევლინებიან. თავიანთი განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ აქვთ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი. უკვე ავხსენი, თუ რა არის იმ რამდენიმე ევროპარლამენტარის პატარა პოლიტიკური ინტერესი, რომელთა სამარცხვინო განცხადებებს ვისმენთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წინა შემთხვევებიც გავიხსენე, თუ რა განცხადებები კეთდებოდა, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი გავაძლიეროთ. როდესაც საფრანგეთმა უცხოური გავლენების გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტი მიიღო, გვახსოვს, რა დაედო ამ ყველაფერს საფუძვლად - შეემცირებინათ ამერიკული, რუსული, არაბული გავლენები თავიანთ ქვეყანაში. იგივე გვინდა ჩვენც, რომ შევამციროთ უცხოური გავლენები, ზოგიერთი რადიკალი კი გვეუბნება, მოდით, ისევ უცხოელებს ჰკითხეთ, როგორია აღნიშნული კანონიო“, - განაცხადა კახა კალაძემ.კითხვაზე - ხომ არ არის შეცდომა ყირგიზეთთან ერთად აფხაზეთის ცალკე ქვეყნად ხსენება, თბილისის მერი პასუხობს, რომ მომავალში ყველაფერი გაირკვევა.„ვერ გეტყვით, შეიძლება მიზანმიმართული პროვოკაციაც იყოს. შევხედოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714041152

29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, თუ სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი - შალვა პაპუაშვილი

29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ყველასთვის – შიგნითაც და გარეთაც, დააფიქსიროს, სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დასავლეთში მოქმედ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით.„აქ მოწვეულია ყველა – დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით. გამჭვირვალობის კანონიც არის ერთგვარი რუბიკონი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ კიდევ ერთხელ სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის გადალახოს და თქვას, რომ მისთვის განმსაზღვრელი არის ქვეყნის ინტერესები და არა ის, რასაც მას კარნახობენ, თანაც არგუმენტების გარეშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714041060

განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია - შალვა პაპუაშვილი

„ზოგადად, ძალიან სამწუხარო დამოკიდებულება არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. თუ დააკვირდებით მათ აქტივობებს სხვა ქვეყნების მიმართაც, მათი დამოკიდებულება არის გარკვეულად ქედმაღლური, ზემოდან დახედვა ქვეყნების მიმართ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება მიუღებელია.,,ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს ევროპარლამენტი არის ევროპა და საქართველო - არა. ეს რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება არის მიუღებელი. რეზოლუცია არის სამწუხარო განმეორება რეზოლუციების სერიისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელიც გაჯერებული იყო ცილისწამებით საქართველოს მიმართ, ცალკეული პირების მიმართ და ამას გარკვეულწილად შეჩვეული ვართ. აქვე განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სალტა

მსოფლიო 1714040749

"გიჟური ტყუილია..."- ცნობილი ბიზნესმენი დუმილს არღვევს - ყოფილი ჩინოვნიკის მიერ წამებით მოკლული 31 წლის ქალის საქმე

ცნობილი ყაზახი ბიზნესმენმა რაიმბეკ ბატალოვმა კუანდიკ ბიშიმბაევის სიტყვებს"უბრალო სისულელე" და "გიჟური ტყუილი" უწოდა .მან მოუწოდა მედია საშუალებებს, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია.„ძალიან ვწუხვარ, რომ სალტანატის ოჯახს და მეგობრებს, რომლებიც ასეთი მწუხარების წინაშე დგანან, უწევთ, დაიცვან თავიანთი ქალიშვილის ღირსება, გულწრფელად ვუსამძიმრებ ნუკენოვების ოჯახს," -თქვა მან ვიდეო მიმართვისას.ცნობისთვის, ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.სასამართლოს მორიგ სხდომაზე ცნობილი გახდა 31 წლის ქალის, სალტანატ ნუკენოვას წამების შემზარავი დეტალები . მთელი ამ ხნის განმავლობაში, მეუღლის წამებით მოკვლაში ბრალდებულის , კუანდიკ ბიშიმბაევის ტელეფონში ინახებოდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლის გახსნაზეც  ყოფილი მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. მოსამართლემ გახსნა 9 ნოემბრით დათარიღებული ბოლო 12 ვიდეოჩანაწერი. როგორც ჩანს, ვიდეოები გადაიღო პირადად ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. იქ აღმოჩენილმა ბევრი შოკში ჩააგდო.სწორედ ამ ვიდეობში ისმის ბიშიმბაევის ხმა, რომელიც აიძულებს სალტანატს, აღიაროს, რომ წლების განმავლობაში რაიმბეკ ბატალოვის საყვარელი იყო.გახმაურებული სასამართლო განხილვა უკვე დასრულდა და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით უკვე გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.სასამართლოში ჩვენება მისცა სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოყვა თავისი ვერსია, იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რომელიც 29 აპრილს განახლდება.

ფეხსაცმელები

რჩევები 1714040340

„ბალერინა ფეხსაცმელი“ - მოდური ფეხსაცმელი 2024 წლის გაზაფხული ზაფხულისთვის

„ბალერინა -ფეხსაცმელები“ ე. წ. „ბალეტკები“ ქალბატონების პოპულარული, მოხერხებული, მოდური და უნივერსალური აქსესუარია გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე.თანამედროვე „ბალეტკები“ ფეხებს არანაკლებ მოხდენილად წარმოაჩენს, ვიდრე კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.მოდის ექსპერტების მოსაზრებით „ბალეტკები“ 2024 წელსაც ასევე სეზონის აქტუალური მოდელი იქნება. ის შესანიშნავად შეეხამება როგორცნახეთ 2024 წლის ბალეტკების დიზაინის ტენდენციები:ძლიერი ჩრდილები და პრინტებიამ სეზონზე, ბალეტკები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში და შაბლონებში, რაც აძლიერებს თქვენს იმიჯს. ფერთა პალიტრასა და  აბსტრაქტულ პრინტებში, არჩევანი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველანაირი გემოვნების გოგონას შეუძლია ამოირჩიოს ისეთი წყვილი, რომელიც შეესაბამება მის უნიკალურ სტილს.ეკოლოგიურად სუფთა მასალებიეკოლოგიურად სუფთა ტენდენციების შესაბამისად, ბრენდები უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა მასალას. ეს არა მხოლოდ ელასტიურს ხდის ფეხსაცმელს, არამედ ამით ხელს უწყობს უარყოფითი გავლენის შემცირებას გარემოზე.დეკორი და დიზაინი„ბალეტკების“ დიზაინი სულ უფრო პოპულარული ხდება. 2024 წელს აქტიურად შემოდის დეკორატიული ელემენტები, როგორიცაა მძივები და ნაქარგები, რაც ფეხსაცმელს მეტად დახვეწილ იერს სძენს და თითოეულ წყვილს უნიკალურს და დასამახსოვრებელს ხდის.ასევე მოდურია „ბალეტკები“ ბალთებით და შესაკრავებით კოჭზე, რომელსაც შეუხამებთ ქვედაკაბებს ან მოკლე შარვლებს და ორიგინალურ იერსახეს შექმნით.