დაბა წნორში ე.წ. ბროწლიანის დასახლებაში ხანძარია

13:55 09-24-2017
20

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში ე.წ. ბროწლიანის დასახლებაში ხანძარია. ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს უკიდიან. ხანზარი მოსახლეობიდან შორს არის, ამიტომ ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გადასვლის საშიშროება არ არის.

ადგილზე მუშაობენ  სიღნაღის,დედოფლის წყაროს, გურჯაანის სახანძრო სამაშველო ჯგუფები. მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზებაში ადგილობრივი მოხალისეებიც ეხმარებიან.