არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

რას აცხადებს თემქაზე დაჭრილი მამაკაცის მამა? - ,,სიმართლეს არ შეესაბამება"

15:48 09-19-2017
1768

თემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მშობლის თქმით, ავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თავდასხმის მომენტში მისი შვილი თანხას ახურდავებდა, რის შემდეგაც მას თავს ორი პიროვნება დაესხა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულის შესახებ ზვიად ლურსმანაშვილის მამამ პრაიმტაიმს განუცხადა. როგორც დაჭრილის მამა აცხადებს, მისი შვილი კონფლიქტური არ არის და არც უსიამოვნება მოსვლია უახლოეს დღეებში ვინმესთან.

იყო თუ არა დაჭრილი გოგონასთან ერთად ინცინდენტის დროს, ამაზე მამა ინფორმაციას არ ფლობს.

თემქაში 26 წლის მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ცნობით გასროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.  წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ორი  შეიარაღებული დაესხა თავს. ის  საკუთარი სადარბაზოს წინ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. 

დაჭრილი უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას ოპერაცია უტარდება. დაჭრილის მდგომარეობა ექიმების ცნობით, სტაბილურია. 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულიხსმობს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე