მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

მიხეილ ჯანელიძე: „ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმატებისთვის"

14:50 09-14-2017
18

„დღევანდელმა დღემ გაგვაერთიანა, ხოლო  ორგანიზაცია გახადა უფრო ძლიერი და უნარიანი, რათა განვაგრძოთ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსსჭირდება იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ,   ვისიამოვნოთ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ. ყველას მადლობას ვუხდი დღეს ამშესაძლებლობის რეალობად ქცევისთვის" - ამ სიტყვებით   საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ტურიზმისმსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური ასამბლეის მონაწილეებს მიმართა, რომლებმაც UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზესაქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს.

საქართველოს კანდიდატის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევას მიხეილ ჯანელიძემ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მისიისა და პრინციპების  ერთგულია და კარგად აცნობიერებს, რომსაერთაშორისო წესებისა და ვალდებულებების პატივისცემა  თითოეული ქვეყნის, ერისა და მოქალაქის  წარმატების წინაპირობაა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორგანიზაცია ყველა რეგიონის, ქვეყნების ყველა გაერთიანებისა და ორგანიზაციის თითოეული წევრის  ინტერესებს უნდაემსახურებოდეს. „ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წარმატებისთვის" - დასძინა მიხეილ ჯანელიძემ. 

ახალი გენერალური მდივანი UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში დაამტკიცეს, რომელიც ჩინეთში ქ. ჩენგდუში იმართება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს.