დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალურად დაუცველთა და უსახლკაროთა აქცია მიმდინარეობს

12:29 09-14-2017
15

ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალურად დაუცველთა და უსახლკაროთა  აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაა - “სოციალური მომსახურების სააგენტო ხალხის სამსახურში”. საპროტესტო აქციას მხარდაჭერას უცხადებს “ქართველთა მარში”.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა სოფრომაძესთან შეხვედრას, რათა არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ გააცნონ და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრონ.

“ქვეყანაში შექმნილია სრულიად განუკითხავი სიტუაცია, სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებისა თუ ჩამორთმევის საკითხში. გარდა ამისა, საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ პირდაპირ ავალებს სოციალური მომსახურების სააგენტოს შექმნას უსახლკაროთა ერთიანი ბაზა და აწარმოოს მონიტორინგი ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანებისთვის ფართის გამოყოფის საკითხში. თუმცა წლების მანძილზე, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ამ მიმართულებით არაფერი კეთდება”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.