დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ერთადერთი გამოსავალი პროფკავშირებისთვის, პეტრიაშვილის წასვლაა - დავით ოქიტაშვილი

11:54 09-14-2017
22

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, რომელიც პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატია, აცხადებს, რომ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.

ამის შესახებ ოქიტაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰუალინგში", პროფკავშირების არჩევნებზე განუცხადა.

მისი თქმით, კანდიდატურას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ იგივე გადაწყვეტილებას მეორე კანდიდატი, ირაკლი პეტრიაშვილიც მიიღევს. "ერთი მოსაწვევიც არ მომცეს, რომ აქ ჩემი მხარდამჭერები მომეყვანა, ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს საბოტაჟის მოწყობას ვაპირევდი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გადადგომას არ ვაპირებ, მოვუწოდებ პეტრიაშვილს, რომ გადადგეს, და მეც მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ. პეტრიაშვილის გარდა, ჩემთვის ყველა კანდიდატურა მისაღებია თუ ის ისევ პეტრიაშვილის ხელდასმული არ იქნება, რომ გარედან მართოს სიტუაცია. მე რომ არ მქონოდა მხარდაჭერა, არ წამოვაყენებდი კანდიდატურას. ერთადერთი გამოსავალი პროფკავშირებისთვის, პეტრიაშვილის წასვლაა", - აცხადებს ოქიტაშვილი.

ავტორი: ლილუ მიროტაძე