მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტზე ისევ შეფერხებაა - Video

11:31 09-14-2017
65

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკვე 10 დღეა შეფერხებაა - ამის შესახებ ინფორმაციას მგზავრები ავრცელებენ. მათი თქმით, უკვე 10 დღეა სარფის გამშვები პუნქტიდან მათ უყკან აბრუნებენ და საზღვარზე მიზეზის ახსნის გარეშე არ უშვებენ. 

სწორედ სარფის საბაჟოზე არსებულ შეფერხებებთან დაკავშირებით გაიმართა თუქრეთის ელჩთან შეხვედრა შემოსავლების სამსახურში, თურქეთის მხარე შეფერხებას მგფზავრთა ნაკადის ზრდიტა და იმ  სარემონტო სამუშაოებით ხსნის, რომელიც სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტში მიმდინარეობს. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები თურქეთის მხარეს, ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი gate), ერთი გასვლა, მეორე - შემოსვლა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, როგორც მგზავრების მიმოსვლის, ასევე ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მოთხოვნადი საბაჟო პუნქტია. შესაბამისად, ორივე ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სტრატეგიული დანიშნულების პუნქტში პრობლემებისა და შეფერხებების მინიმიზაცია. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, უახლოესი დღეების განმავლობაში თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქეთისა და საქართველოს საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრები გაიმართება.

„ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. ნებისმიერ მსურველს ინფორმაცია სარფის საბაჟო გამშვებ პუნტზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე არსებული სპეციალური სერვისის „LIVE კამერა“ (http://www.rs.ge/6183) საშუალებით შეუძლია. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, სგპ სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ კარწახი, ვალე) საბაჟო გამშვები პუნქტებით და თავიდან აიცილოთ გადაადგილებისას შეფერხებებითა და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ავტორი: სალომე ჩადუნელი