მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

მანქანა ხევში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა

00:05 09-14-2017
25

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში პიკაპის ტიპის ავტომობილი ხევში გადავარდა, ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ხევში გადავარდა. მძღოლი რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
მძღოლი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესაბამისი მუხლით დააჯარიმა.