დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს აპირებს

21:31 09-13-2017
54

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სხვადასხვა რეგინში მხარდამჭერებთან შეხვედრები დაიწყო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებას აანონსებს და ამისთვის თავის ირგვლივ მხარდამჭერების მობილიზება დაიწყო.

პირველი შეხვედრა ცოტა ხნის წინ, ლვოვში დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და საერთო მიზნებისთვის გაერთიანება მოუწოდა.

„უკრაინაში მხოლოდ მოქალაქეობისთვის არ ჩამოვსულვარ, დავბრუნდი, რომ თქვენთან ერთად გადავწყვიტოთ, როგორ გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს ახლა ყველა პარტია გთავაზობთ მათ ირგვლივ გაერთიანებას. ეს იგივეა, რაც იდგე ბაქანზე შენ წინაშე იყოს 5 მატარებელი და ყველა ცალ-ცალკე გიხმობდეს. მე გთავაზობთ ხალხის გარშემო გაერთიანებას, საერთო მიზნებისთვის გაერთიანებას, მე არ მაქვს პასპორტი, ის მომპარეს, მომპარეს მოქალაქეობასთან ერთად, მაგრამ მე ვივლი პასპორტის გარეშე, ჩვენ ერთად უნდა მივუჩინოთ ხელისუფლებას თავისი ადგილი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც დღეს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გახდა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს აპირებს.