დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია განხორციელდა

19:54 09-13-2017
22

მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო სავაჭრო ცენტრებიდან, სადგურებიდან, სასტუმროებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან საერთო ჯამში 20 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ რუსულ მედიას საგანგებო სამსხურებში განუცხადეს.

 რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხალხის ევაკუაცია განხორციელდა 30 ობიექტიდან, რომელთა დანაღმვის შესახებ პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო. ყველა დაწესებულებაში სამართალდამცავები და კინოლოგები მუშაობენ. უკვე შემოწმებულია ყაზანისა და კიევის სადგურები, ასევე იუსტიციის სამინისტროს აკადემია და ერთ-ერთი ტელეცენტრი.

რუსული მედიის ინფორმაციით, მსგავსი შეტყობინებები ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთის სხვდახვა რეგიონში განთავსებულმა ობიექტებმაც მიიღეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა არც ერთგან არ აღმოჩნდა. სამართალდამცავები მომხდარს სატელეფონო ტერორიზმად აფასებენ.