მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

იმერეთში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

19:08 09-13-2017
76

იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში მავნე მწერის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება იწყება. ხონში, ვანში, სამტრედიაში, წყალტუბოსა და ბაღდათში სოფლის რწმუნებულების გადამზადება, მოსახლეობაში საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება და მავნე მწერის საწინააღმდეგო სითხის დარიგება უკვე მიმდინარეობს.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილ შტაბს იმერეთის რეგიონში გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ხელმძღვანელობს. „გასულ წელს მწერმა გამოიზამთრა, რამაც მას გავრცელების საშუალება მისცა. აუცილებელია მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია აზიური ფაროსანას შესახებ. უნდა მოხდეს ეზოების შეწამლვა, რომ მწერს ეზოებში პირობები არ დახვდეს. ანალოგიური ღონისძიებები გატარდა სამეგრელოში და ამ ღონისძიებებმა შედეგი მოგვცა“, - განაცხადა ხახალეიშვილმა.

მავნე მწერმა იმერეთის რეგიონში მოსახლეობას ნათესები გაუნადგურა.