დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

უკრაინას ამ ეტაპზე არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ქართული მხარისთვის გადაცემა - უკრაინის იუსტიციის სამინისტრო

18:23 09-13-2017
121

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინას ამ ეტაპზე არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილი ქართულ მხარეს გადასცეს.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სააკაშვილის გადაცემა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვას დაასრულებს.

მისივე თქმით, უკრაინაში არაფერი არ მომხდარა გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა.

"დოკუმენტები, რომლებიც ჩვენმა სამინისტრომ და გენპროკურატურამ მიიღეს, მოწმობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განიხილება სისხლის სამართლის საქმეები. ეს არ არის მორიგი ეტაპი ექსტრადიციის განხორციელებისთვის და ამ ეტაპში იუსტიციის სამინისტრო არ მონაწილეობს. სააკაშვილი რომ იყოს გასამართლებული საქართველოში იმ მუხლებით, რომლებიც ჩემმა კოლეგამ პეტუხოვმა პრესკონფერენციაზე დაასახელა, მაშინ ეს ნაწილობრივ, ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა იქნებოდა,“ - განაცხადა დენის ჩერნიშოვმა.

ავტორი: ლიზი არსოშვილი