მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ევროკომისიის ხელმძღვანელი ჯან - კლოდ იუნკერი დიდ ბრიტანეთს აფრხილებს

18:17 09-13-2017
88

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი შეეცადა წარმოედგინა ევროკავშირისთვის ნათელი მომავალი, მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთი 2019 წელს დატოვებს მას და გააფრთხილა, რომ ბრიტანეთი ამ გადადგმულ ნაბიჯს ინანებს.
მის ყოველწლიურ გამოსვლაში ბლოკში საუბრისას იუნკერმა არაერთხელ გამოიყენა სიტყვა "სოლიდარობა" და მოიხსენია მისი ეკონომიკური მიღწევები და განაცხადა, რომ "ქარი ევროპულ იალქნებს დაუბრუნდა".

2019 წლის 24 მარტი - ეს არის ის დღე, როდესაც გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს. ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მომენტი იქნება ჩვენს ისტორიაში. ჩვენ ყოველთვის ვინანებთ ამას - განუცხადა იუნკერმა ევროპარლამენტის წევრებს, მათ შორის ბრექსიტის ავტორს  ნაიჯელ ფარაჯს.

"მიუხედავად ამისა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ბრიტანეთის ხალხის ნებას, მაგრამ პროგრესს მივაღწევთ. ჩვენ გავაგრძელებთ გადაადგილებას. ჩვენ გავაგრძელებთ  იმიტომ, რომ ბრექსიტი არ არის ყველაფერი. ეს არ არის ევროპის მომავალი.

ბრიტანეთის და ევროკავშირის ლიდერები, ბრექსიტზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდისთვის მზად არიან. დიდი ბრიტანეთი მზად არის ევროკავშირს დახმარება გაუწიოს სამხედრო აქტივობებში.
იუნკერმა მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, გამოხატონ სამომავლო პერსპექტივები  ევროკავშირის მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 2019 წლის მაისში გაიმართება, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ კი ბრიტანეთი კავშირის ოფიციალურად  დატოვებას გეგმავს.