მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

150 პარლამენტარიდან ნახევარი რომ ქალი იყოს, ბავშვებს ვინ გაზრდის?!- ემზარ კვიციანი

17:56 09-13-2017
61

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ემზარ კვიციანი თვლის, რომ პოლიტიკაში ქალები რაოდენობა შესაძლოა გასაზრდელია, თუმცა დაძალებაზე არ უნდა იყოს. 

მისი თქმით, საქართველოში 240 პარტიაა და პარტიული სია 150 ადამიანით დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის.

"ქალბატონები აკეთებთ იმას, რაც გინდათ. გინდათ, პოლიტიკაში წასვლა - წახვალთ და წინ არავინ გეღობებათ. დამოკიდებულება, რომ გინდა თუ არა პარტიაში 50 პროცენტი ქალი უნდა გყავდეს, ასე არ უნდა იყოს. პრინციპულად ვეთანხმები იმას, რომ ქალებს თავისუფლება ჰქონდეთ და პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს დაძალება არ უნდა იყოს. ჩვენს პარტიას სურს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი იყოს, არჩევნებზე მისვლა სავალდებულო გახდეს და თურმე, ეს იმის გამო არ შეიძლება, რომ ეს დაძალებაა. შესაძლებელია, რომ ზარმაცი ადამიანი იძულებით გამოიყვანო, რათა არჩევნების გაყალბება არ მოხდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება და ის შეიძლება, რომ პარტიაში ქალი იძულებით მოგაყვანინონ?! - საქართველოში 240 პარტიაა და პარტიული სია 150 ადამიანით დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?! არიან ქალები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და ოჯახს უფრო უვლიან, მაგრამ არიან ქალები, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა ურჩევნიათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ემზარ კვიციანმა. 

დღეს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც გენდერული კვოტირების ამოქმედებას ითვალისწინებს და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე