მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ისრაელი მხარს უჭერს ქურთული სახელმწიფოს შექმნას

17:14 09-13-2017
191

სრაელის სახელმწიფო მხარს უჭერს ქურთი ხალხის სწრაფვას საკუთარი ქვეყნის შექმნისთვის, - ამის შესახებ  ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
 

25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში დანიშნულია რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ.
"ისრაელი მხარს უჭერს ქურთი ხალხის ლეგიტიმური ძალისხმევით სახელმწიფოებრიობის მიღებას", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერი“ იტყობენება, რომ ისრაელი 1960 -იანი წლებიდან ინარჩუნებდა სამხედრო და საქმიან ურთიერთობებს ქურთებთან. ქურთების ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ ერაყში, თურქეთში, სირიასა და ირანში.

ერაყის ქურთისტანის პარლამენტის თავმჯდომარემ მუსუ ბარზანიმ წინა დღით განაცხადა, რომ იგი 25 სექტემბერს რეფერენდუმის გამართვას მოითხოვს, მიუხედავად იმისა,რომ ბაღდათი ამის მოწინააღდეგეა.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი ქურთისტანის (თურქეთი) მუშაკთა პარტიას ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს - ამ თვალსაზრისით ისრაელის პოზიცია ემთხვევა თურქეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოზიციას.

ამავე დროს, გასულ კვირას ისრაელის სამხედრო სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის პირადად არ მიიჩნევს ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტებად.

ნეთანიაჰუ  ქურთულ სუვერენიტეტზე მხარდაჭერის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა. მისი ამჟამინდელი განცხადებები შეიძლება განიხილებოდეს უფრო კონკრეტულ მტკიცებულებად, რომ ისრაელი მხარს უჭერს ქურთების სახელმწიფოს შექმნას.

ერაყის მეზობლები - თურქეთი, ირანი და სირია, ქურთების რეფერენდუმი სუვერენიტეტს ეწინააღმდეგებიან და შიშობენ, რომ მათივე ტერიტორიაზე მცხოვრებ ქურთებში სეპარატისტული განწყობები გაიზრდება.  ქურთები მხარს უჭერენ საკუთარ სახელმწიფოს შექმნას პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და ასევე ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ.