მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

"ვუმკლავდებოდით მეხს, კრიზისს, კრიტიკას , მუქარას... წინ Gem Fest 2018-ია.."- გიორგი სიგუა

17:04 09-13-2017
539

ელექტრონული ფესტივალის Gem fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფესტივალის მომავალ სეზონს აანონსებს. 

"ორი თვის წინ ჩვენ მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი გავხსენით. სამეგრელოს ორ პატარა სოფელში, ანაკლიასა და განმუხურში 500 მდე არტისტმა 8 სცენაზე ბევრი ბედნიერი წუთი აჩუქა ათიათასობით ბედნიერ სტუმარს. ყოველ ხუთშაბათს ტარდებოდა ფერების ფესტივალი. ყოველდღე გვქონდა 6-7 სხვადასხვა სპორტული ღონისძიება. მათ. შორის ამერიკულ ფეხბურთშიც. ყოველი მზის ამოსვლა იწყებოდა იოგით. იყო უამრავი შეჯიბრი, თამაში, სემინარი, კინოფესტივალიც კი. გვაშუქებდა ყველ უცხოური თემატური მედია.... ვუმკლავდებოდით მეხს, სეტყვას, ქარიშხალს, შტორმს, წვიმას, კრიზისს, კრიტიკას , მუქარას... შევქმენით, ჩავატარეთ, გავაკეთეთ.
GEM FEST 2017 უკვე ისტორიაა და მას თავად განსჯის. წინ GEM FEST 2018 ია", -წერს სიგუა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე