მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

სახიფათო რამეა ეს ამერიკული განათლება, ამ კაცის და ლევან ვასაძის მაგალითზე ჩანს - გია ნოდია

17:00 09-13-2017
349

პოლიტოლოგი გია ნოდია ირაკლი კაკაბაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც კაკაბაძე ამბობს, რომ "საქართველოს ბანკში" მომხდარ ინცინდენტში მონაწილე პირი, რომელმაც თავი მოიკლა, მისი ორგანიზაციის წევრი იყო.

"ვერ გამოვრიცხავ, არც ყოფილიყო ის საწყალი ამის ორგანიზაციის წევრი და იბრალებს, როგორც ტერორისტულმა ორგანიზაციამ შეიძლება დაიბრალოს მარკის ასაწევად, ეს აფეთქება ჩვენი იყოო. სახიფათო რამეა ისე ეს ამერიკული განათლება -ამ კაცის და ლევან ვასაძის მაგალითზე ჩანს",- წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

კაკაბაძე "პრაიმტაიმთან" საუბარში აცხადებს, რომ ბრძოლა გაგრძელდება და ასევე შევარდნები ბანკებშიც, სანამ აღნიშნული დაწესებულებები ადამიანების ძარცვას თავს არ დაანებებენ. 

 

ავტორი: