დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ალტერნატიული საკონსტიტუციო პროექტის განხილვა გაიმართება

16:31 09-13-2017
13

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ხვალ იგეგმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტისა და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განიხილავენ ალტერნატიული საკონსტიტუციო პროექტის განხილვა.

როგორც აბაშიშვილმა "ტვპირველის" "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" განაცხადა, განხილვის შემდეგ პროექტი მმართველ გუნდს წარედგინება.

"თუ კიდევ ვინმეს უნდა ამ ძალიან საინტერესო პროექტში ჩართვა, დიდი სიამოვნებით. ხვალ ძალიან მარტივი საკითხის ჩვენება იქნება - როგორ შეიძლება კონსენსუსის მიღწევა სხვადასხვა განსხვავებული პოზიციის პარტიებს შორის", - აღნიშნა აბაშიშვილმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე