დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით 14 პირი აუდიტის სამსახურში დაიბარეს

16:24 09-13-2017
26

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურს ამ ეტაპზე 100-ზე მეტი პირის შესახებ აქვს გამოთხოვილი ინფორმაცია, რათა მიიღონ რწმუნება იმის შესახებ, რომ ამ პირებს ნამდვილად ჰქონდათ შესაბამისი შემოსავალი წლის განმავლობაში. 

საქმე ეხება პარტიების დაფინანსებას, რომლის შუალედური ანგარიშიც   დღე გამოქვეყნდა. 

017 წლის პირველი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი შემოწირულება მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“ 7 343 993 ლარის ოდენობით, მას მოსდევს „ევროპული საქართველო“ - 323 675 ლარი და 45 თეთრიიანი \სემოწირულობით,  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 15 600 ლარი, „ხალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - 15 300 00 ლარი. 

„ჩვენ დაბარებული გვყავს 14 ფიზიკური პირი, აქედან ხუთი არის „ევროპული საქართველოდან“, რვა „ქართული ოცნების“ შემომწირველი, რომელთა შემოსავლებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გვაქვს. ჩვენ ამ პირებთან ვაპირებთ გასაუბრებას. გვაქვს ორი საჩივარი შემოსული. ერთი ეხება ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლითაც ის გვთხოვს რეაგირებას „ფეისბუქ“ გვერდის საშუალებით მისი კანდიდატურის წინააღმდეგ დაფინანსებულ კამპანიაზე. ხოლო მეორე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაა, მიკროავტობუსებზე „ქართული ოცნების“ სარეკლამო პოსტერების 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდიდან არსებობის შესახებ“, - განაცხადა ლომჯარიამ.